ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს შეინარჩუნოს სამხედრო საჰაერო ბაზა. 4 თვით ადრე კი პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სამხედროებს ბაზა უნდა დაეტოვებინათ.
შეთანხმებას პარლამენტში 90 დან 75-მა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი არცერთი პარლამენტარი არ ყოფილა. ხელშეკრულების თანახმად მანასის საჰაერო ბაზა რჩება ამერიკელთა განკარგულებაში, ავღანეთში სამხედრო ოპერაციების წარმოების მიზნით.
ახალი შეთანხმების მიხედვით აშშ-ს სამმაგი თანხა უჯდება ბაზის დაქირავება. წლიური გადასახადი 17 ნახევარი მილიონიდან 60 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.