ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ცნობით, გასულ წელს შემცირდა კოკაინისა და ჰეროინის წარმოება



გაეროს ინფორმაციით გასულ წელს მსოფლიოში შემცირდა ჰეროინის და კოკაინის წარმოება. სამაგიეროდ განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა სინთეთიკური ნარკოტიკების მოხმარება.

გაეროს ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ოფისმა სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ნარკომანების მკურნალობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.

ამ მოხსენების მიხედვით მთელი მსოფლიოს ოპიუმის 93%-ს ავღანეთში აწარმოებენ. აღსანიშნავია რომ 2008 წლის განმავლობაში 19%-ით შემცირდა ამ ქვეყანაში ოპიუმის კულტივაცია.

კოლუმბია მსოფლიოს კოკაინის ნახევარს აწარმოებს. აქაც 18%-ით შემცირდა კოკას ფოთოლის მოპოვება. უკვე მეხუთე წელია რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებულობს კოკაინის წარმოება.გაეროს წარმომადგენელის ანტონიო მარია კოსტას განცხადებით:“ ნარკოტიკების სისუფთავემ დაიკლო, გაიზარდა ფასები, მოთხოვნილება შემცირდა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ასევე შემცირდა კოკას კულტივაცია და საერთოდ კოკაინის წარმოებამ დიდი ზარალი განიცადა.“

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. გაეროს მოხსენების შესაბამისად ეს ნარკოტიკი უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს ვიდრე ეს ადრე ითვლებოდა. შესაბამისად გაიზარდა იმ ხალხის რიცხვი ვისაც მარიხუანაზე დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება.განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა სინთეთიკური ნარკოტიკების მოხმარება, ისეთების როგორიცაა ექსტაზი და ამფეტამინები.ამ ნარკოტიკების უმეტესობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აწარმოებენ, კანადა კი მათი ერთ-ერტთი უდიდესი მომხმარებელია. გაეროს მოხსენებაში ნათქვამია რომ ნარკომანებს, როგორც ავადმყოფებს ისე უნდა მოვექცეთ და არა როგორც კრიმინალებს.

როგორც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების კონტროლის სამსახურის უფროსი ჯილ კერლიკოვსკი აცხადებს:“ რაც უფრო ადრე ჩავერევით ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემების მოგვარებაში მით უკეთესი.“

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დამნაშავეობის აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ორგანიზაბულ დამნაშავეობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.

სამაგიეროდ განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა სინთეთიკური ნარკოტიკების მოხმარება.

XS
SM
MD
LG