ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში მოქმედი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ნავთობსადენზე თავდასხმა განახორციელეს



ნიგერიაში მოქმედი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მდინარე ნიგერის დელტასთან გამავალ ნავთობსადენზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ნიგერიამ და რუსეთმა ნავთობითა და ბუნებრივი აირით ვაჭრობის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. “ნიგერის დელტის გათავისუფლებისათვის მებრძოლთა მოძრაობის” სახელით ცნობილმა ნიგერიაში მოქმედ მეამბოხეთა ყველაზე ცნობილმა დაჯგუფებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმა “შელის” კომპანიის მიერ მართვად ნავთობსადენზე განხორციელდა. თავდასხმა ნიგერიაში რუსეთის პრეზიდენტის სტუმრობას დაემთხვა. ამ ვიზიტის მსვლელობისას “გაზპრომმა” და ნიგერიის უმსხვილესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ დადეს ხელშეკრულება, რომელიც რუსეთს ნიგერიის ენერგოდეპოზიტების დამუშავებისა და ნავთობსადენების აგების ნებას ანიჭებს.

XS
SM
MD
LG