ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსავი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მასზე ზეწოლას ახდენს



ირანის ოპოზიციის ლიდერი მირ ჰოსეინ მუსავი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მასზე ზეწოლას ახდენს. მუსავი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს, რომ ზეწოლა იმ მიზნით ხორციელდება, რომ მას ბრძოლის შეწყვეტა აიძულონ.

ამჟამინდელი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებამ და მუსავის დამარცხებამ დიდი ძვრები გამოიწვია ირანში. მუსავი ირწმუნება, რომ 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნები მასიურად გააყალბეს. მაგრამ ირანის მეურვეთა საბჭო და ქვეყნის უზენაესი ლიდერი აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგის გაბათილებას არ აპირებენ. საპრეოტესტო დემონსტრაციების მსვლეობისას უკვე ჩვიდმეტი ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ასობით მოპროტესტე. მუსავის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ გუშინ უნივერსიტეტის სამოცდაათი პროფესორი დააპატიმრეს. პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა კი ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამას ირანის შინაგან საქმეებში ჩარევის შეწყვეტა მოსთხოვა. გასულ სამშაბათს ბატონმა ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირანში მოპროტესტეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებით შეშფოთებული და განრისხებულია.
XS
SM
MD
LG