ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულთა გათავისუფლების ვერდიქტი ბათილად სცნო


დღეს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულთა გათავისუფლების ვერდიქტი ბათილად სცნო და ხელახალი პროცესი დანიშნა. გასულ თებერვალს სამხედრო სასამართლომ განაცხადა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცის, ძმები ჯაბრაილ და იბრაჰიმ მახმუდოვებისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სერგეი ხადირკურბანოვის წინააღმდეგ ბრალდებამ დამაჯერებელი სამხილები ვერ წარადგინა. ეჭვმიტანილების გათავისუფლებამ ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების გახსნას გაურბიან. მაშინ ბრალდებამ განაცხადა, რომ აპელირებას არ დააყოვნებდა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წელს საკუთარ სადარბაზოში გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG