ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი ბრიტანეთთან არსებული დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას აპირებს



დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოტაკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ირანის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო, თეირანი ბრიტანეთთან არსებული დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას აპირებს. მიმდინარე კვირის დასაწყისში კი ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ ბრიტანეთთან ურთიერთობის საკითხის სიფრთხილით აწონ-დაწონვისკენ მოუწოდა. ბრიტანეთმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ორი ბრიტანელი დიპლომატის გაძევებას აპირებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ქვეყნის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას აღნიშნა, რომ თეირანის მიერ იმის მტკიცება, რომ თითქოს ბრიტანეთი მის საშინაო საქმეებში ერევა აბსურდულია, ხოლო დიპლომატების გამოძევება კი ყოვლად გაუმართლებელია. მისი თქმით სამწუხაროდ ახლა ლონდონსაც მოუწევს საპასუხოდ ორი ირანელი დიპლომატის გაძევება. სტოკჰოლმში მყოფმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ხავიერ სოლანამ დაგმო თეირანში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენების ფაქტი.

XS
SM
MD
LG