ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი აცხადებს, რომ ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება სტრატეგიული იარაღის შეკვეცას ეჭვის ქვეშ აყენებს



დღეს ვენაში მოლაპარაკებებზე მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება სტრატეგიული იარაღის შეკვეცას ეჭვის ქვეშ აყენებს. ლავროვის მტკიცებით შეერთებული შტატების აღიარებს იმას, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს ასე არაა და სტრატეგიული იარაღის შემცირებას და რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებას შორის კავშირს ვერ ხედავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა იან კელიმ დღეს იმის იმედი გამოხატა, რომ მხარეები მაინც მიაღწევენ შეთანხმებას. მისი თქმით ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი სახიფათო ბირთვული იარაღის შემცირებაა. ვენაში მიმდინარე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ დაიწყო. აქ 1991 წელს მიღებული იმ ხელშეკრულების შემცველი შეთანხმება უნდა გამოიმუშაონ, რომლის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს იწურება.

XS
SM
MD
LG