ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა  აფეთქების შედეგად


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სამშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად. გზისპირა ბომბი ქვეყნის ჩრდილოეთით ერთ-ერთ პროვინციაში აფეთქდა, დაიღუპა სამი ავღანელი , რომლებიც გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფში მუშაობდნენ. ავღანეთის ოფიციალური პირები მომხდარში თალიბებს ადანაშაულებენ. ამას გარდა კიდევ ერთი ინცინდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. კამიკაძე ტერორისტმა ორი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერორისტმა მიმავალი კოალიციური ძალების ავტოკოლონაზე შეტევა განახორციელა. დღეს კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ავღანეთის სამართალდამცავების მიერ. ქალაქ ღაზნში თავდამსხმელმა მანქანა შეაჯახა კოალიციური ძალებსი ავტოკოლონას. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს თავის თავზე.

XS
SM
MD
LG