ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის 17 იანვარს ჩატარდება


უკრაინის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის 17 იანვარს ჩატარდება. ამჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს მთავარ მეტოქეობას პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იანუკიოვიჩი გაუწევენ. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ასევე პარლამენტის ყოფილი სპიკერი არსენი იატსენიუკიც აპირებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პოპულარობით ყველა კანდიდატს ბატონი იანუკოვიჩი უსწრებს. ხოლო პრეზიდენტ იუშჩენკოს ხალხის ძალზე მცირე ნაწილი უცხადებს ნდობას. მანამდე პარლამენტს არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის ოქტომბერს სურდა. ამას პრეზიდენტი იუშჩენკო ძალზე შეეწინააღმდეგა, მაშინ მან განაცხადა, რომ პარლამენტის სურვილი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და მისი პოზიცია უკრაინის უზენაესმა სასამართლომაც გაიზიარა.
XS
SM
MD
LG