ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჟენევაში აშშ-სა  და რუსეთს შორის  მოლაპარაკებები დაიწყო


დღეს ჟენევაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების შედეგად 1991 წელს მიღწეული შეთანხმების შემცვლელი დოკუმენტი უნდა გამოიმუშაონ ზემოხსენებული ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერს იწურება. პრეზიდენტ მედვედევის თქმით, რუსეთს სტრატეგიული იარაღის მნიშვნელოვანი შემცირება სწადია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამერიკა ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებაზე უარს იტყვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ ამ ორ საკითხს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG