ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას არ აპირებს


ირანის უზენაესი სამეურვეო საბჭო აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას არ აპირებს. საბჭოს პრეს-მდივანმა აბას ალი კადხოდაეიმ განაცხადა, რომ ძირითადი ყურადღება არჩევნებამდე დაფიქსირებულ და არა არჩევნების დროს ან შემდეგ მომხდარ დარღვევებზეა გადატანილი. აღსანიშნავია, რომ ეჭვს სამ მილიონამდე საარჩევნო ბიულეტენი იწვევს. ირანის პარლამენტმა განაცხადა, რომ აჰმადინაჟადის პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარე წლის ივლისის მიწურულს ან აგვისტოს დასაწყისში ჩატარდება. თეირანის ქუჩებში კი გუშინ პოლიციამ მოპროტესტეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

XS
SM
MD
LG