ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობასა და მის ტერიტორიულ ხელშეუვალობას


ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობისა აშშკვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობასა და მის ტერიტორიულ ხელშეუვალობას. ეს განცხადება გაკეთდა ამერიკა -საქართველოს მაღალი დონის შეხვედრის დროს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

მისი ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის 9 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის განხორციელება. უნდა შეიქმნას პერმანენტული ორმხრივი კომისია, რომელიც მოიცავს სამუშაო ჯგუფების შექმნას, ეკონომიკის, თავდაცვის , უშიშროების დემოკრატიის განვითარებისა დარგებში. ვაშაძემ ამ შეთანხმებას პოსტ საბჭოთა პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება უწოდა. როგორც მან თქვა ეს ისტორიული დღეა საქართველოსათვის. ჩვენ მადლიერნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატებისა- განაცხადა მან.

შეხვედრაზე აშშ-ს წარმოადგენდა სახ-დეპის თანაშემწე ჯეიმს სტაინბერგი, რომელიც ბატონ ვაშაძეს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ნაცვლად შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა ვერ მოახერხა ვაშაძესთან შეხვედრა გასულ კვირას მიღებული ტრამვის გამო. სტაინბერგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ ხელშეუვალობას და აშშ-ის მონდომებას ხელი შეუწყოს საქართველოს სამხედრო დარგის პროფესიული დონის ამაღლებას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საბოლოო ანგარიშში საქართველო ნატოში გაწევრიანდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს სტაინბერგმა ისიც აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციას სურს გააუჯობესოს ურთიერთობა მოსკოვთან, რაშიც მოიაზრება სტრატეგიული შეიარაღებისადმი კონტროლის ახალი ხელშეკრულება, რომლის დადებასაც წლის ბოლომდე იმედოვნებს ოფიციალური ვაშინგტონი. სტაინბერგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამას ადგილი არ ექნება საქართველს ხარჯზე. მან კერძოდ თქვა:

-„ჩვენ გვწამს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება დადებით შედეგს გამოღებს ისეთი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა. ეს წარმოადგენს ჩვენს მიზანს. თუმც ამაში არ მოიაზრება რეგიონში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უშიშროებისა და კეთილდღეობის დარტყმის საშიშროების ქვეშ მოქცევა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტაინბერგი მიესალმა საქართველოს მთავრობის თავშეკავებას ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებთან მიმართებაში. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ივლისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოსა და უკრაინას ეწვევა. კერძოდ მოსკოვში პრეზიდენტ ობამას ვიზიტიდან ორი კვირის შემდეგ. ბაიდენი შეხვდება როგორც მთავრობის აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოსა და უკრაინაში.

XS
SM
MD
LG