ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წელს გლობალური რეცესია მოსალოდნელზე კიდევ უფრო გამწვავდება


მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2009 წელს გლობალური რეცესია მოსალოდნელზე კიდევ უფრო გამწვავდება და განვითარებადი ქვეყნების უმრქვლესობაs სიღარიბე და უმუშევრობა მოიცავს.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ და ბაზრებზე არსებულმა სიტუაციამ 2008 წელს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ინვესტიციები შეამცირა. ბანკის ინფორმაციით, მომავალში უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო დაეცემა.

ივნისის დასაწყისში მსოფლიო ბანკის შეფასებით გლობალური ეკონომიკა 2.9 მეათედი პროცენტით შემცირდებოდა. მარტში, მსოფლიო ბანკი იტყობინებოდა რომ რეცესია ეკონომიკურ აქტივობას მსოფლიოში მხოლოდ ერთი მთელი შვიდი მეთედი პროცენტით დასწევდა დაბლა. მსოფლიო ბანკის განცხადებით, გლობალური ეკონომიკა 2009 წლის ბოლოსთვის გამოცოცხლდება, თუმცა ეს პროცესი უფრო ნელა წარიმართება ვიდრე მოსალოდნელი იყო.

XS
SM
MD
LG