ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამანქანო აფეთქებისას დაშავდა


რუსეთის მედიის ცნობით, იუნუს ბეკ ევკუროვის ავტოკოლონა დღეს დილით ადგილობრივი დროით ცხრის ნახევარზე გზის პირას დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთqდა. პრეზიდეტი გადარჩა, მაგრამ ინციდენტისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შoრის მისი დაცვის წარმომადგენლები. დაშავდა რამდნეიმე სხვა ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებით, ევკუროვი ნაზრანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ამ წუთებში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტმა ევკუროვი ინგუშეთის პრეზიდენტად შარშან ოქტომბერში დანიშნა, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან დაითხოვა მურატ ზაზიკოვი.


XS
SM
MD
LG