ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მომდარი აფეთქება მიზანმიმართული თავდასხმა იყო მისიის სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ერისწყალთან მომხდარი აფეთქებისას ევროკავშირის სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა წინასწარი მოკვლევის შემდეგ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავდასხმა მიზანმიმართული თავდასხმა იყოევროკავშირის საპატრულო ჯგუფზე, მათი ყოველდღიური საქმიანობის მსვლელობისას.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე აფეთქებული იქნა კავკასიონის 500ს კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი.

XS
SM
MD
LG