რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ქვეყნის ეკონომიკის განივთარებისა და დაცვის მიზნით, რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა ადგილობრივად წარმოებული სურსათით იკვებონ.რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მედვედევმა განაცხადა, რომ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებულება სახიფათოა, რადგან ვალუტის გაცვლით კურსში მერყეობა საკვებზე ფასებს გაზრდის. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს რუსეთში ხორცის 25 პროცენტის იმპორტი მოხდება, რაც შარშანდელთნ შედარებით კლებას წარმოადგენს 33 პროცენტიდან. მედვედევი ინტერვიუში შეეცადა რუსული საკვები პროდუქტების უპირატესობა დაემტკიცებინა იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით.