ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადში აფეთქება მოხდა


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 21 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა დღეს ბაღდადში განხორციელებული აფეთქებებისას.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია სამი სტუდენტი, რომლებიც გამოცდების ჩაბარების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ. მათი მიკრო ავტობუსი გზის პირას დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა. ინციდენტს ბაღდადის შიიტურ სადრის უბანში ჰქონდა ადგილი. იმავე აფეთქებისას 13 ადამიანი დაშავდა.

ამ ფონზე, ბაღდადის ქარადეს უბანში, ბომბის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 10. არის ინფორმაცია კიდევ ერთი ტრაგიკული ინციდენტის შესახებ: ხელისუფლება ადასტურებს ბაღდადის შააბის უბანში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 30.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ამერიკული სამხედრო ძალები ერაყის ქალაქებიდან გასასვლელად ემზადებიან. სრულიად ერაყში ძალადობამ ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად იკლო, თუმცა ბაღდადში რელიგიური შუღლის ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირება მატულობს.

XS
SM
MD
LG