ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესები


დღევანდელი პოლიტიკური პროცესი, ან კი უფრო სწორედ რომ ვთქვათ საპროტესტო მუხტი, თითქოს მიძინების პირას არის. თუმცა, ბუნებრივია, ის არსად დაიკარგება, შესაძლებელია ამ პროტესტმა მიიძინოს და გარკვეულ პერიოდში ხელმეორედ გამოიღვიძოს. აქედან გამომდიანრე პროცესი არასდროს დასრულდება. ამიტომ საჭიროა გავაანალიზოთ რამ გამოიწვია ეს პროტესტი და როგორ შეიძლება დაშვებული შეცდომების გამოსწორება. პოეტი რატი ამაღლობელი ერთერთი პირველი იყო, რომელმაც მეგობრებთან ერთად, ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ის დღესაც ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები.

რატი ამაღლობელი – პოლიტიკურ დიაპაზონში არ ჩანს სურვილი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ხელში ეჭიროს რეალური შედეგი. სამწუხაროდ ეს არც ერთ მხარეს არ ჩანს. ბუნებრივია ამ, სრულიად ლეგიტიმური პროტესტის მიზეზი, იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები. მაგრამ ჩვენ ვთვლიდით, რომ ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით. ჩვენს ამ მოწოდებას ნეგატიური შეფასება მოყვა ორივე მხარეს. პროცესის გონივრულად დაძლევისთვის არც ერთი მხარე არ იყო მზად. პასუხისმგებელი ბუნებრივია არის ხელისუფლება. ოპოზიციის პრობლემები არის პოლიტიკური კლასის და მისი ხარისხის საშუალოობა და პოლიტიკური პროტესტის არასწრო მენეჯმენტი. მე ვფიქრობ რომ უამრავი პრობლემებია და ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციის პრობლემებია, აქ ჩვენც, საზოგადოებაც ვართ ამ პროცესის მონაწილე და პასუხისმეგებლი.

ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე, ბუნებრივია პირველ რიგში ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ ჩვენი განვითარების მთავარი მანიშნებელი, სწორედ ის მომენტი იქნება, როდესაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ პასუხისმგებლობას.


XS
SM
MD
LG