ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მიმდინარე ბრძოლების დროს 32 მეამბოხე დაიღუპა


პაკისტანის სამხედროების განცხადების თანახმად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლების დროს 32 მეამბოხე დაიღუპა.

სამხედროების ინფორმაციით მეამბოხეები ვაზირისტანის რეგიონში ქალაქ სარვაკის მახლობლად მოკლეს. პაკისტანის საბრძოლო თვითმფრინავებმა აღნიშნული რაიონის დაბომბვა პარასკევს დაიწყეს. ეს თალიბთა ლიდერის ბაითულა მესუდის შეიარაღებულ ძალებზე პაკისტანის სამხედროების გადამწყვეტი იერიშის მაუწყებელია.

მესუდი ალ-ყაიდასთან თანამშრომლობაშიც არის შემჩნეული. მან პაკისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტი მოაწყო.

ბრძოლები პაკისტანის არმიასა და მოჯახედებს შორის მალაკანდის რაიონში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG