ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


თეირანში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით შეტაკება პოლიციასა და არეულობაში მონაწილე პირებს შორის მოხდა. ირანი ხელს უშლის საერთქაშორისო მედიას მოვლენების გაშუქებაში, მაგრამ თვითმხილველთა ინფორმაციის თანახმად თეირანის ქუჩებში მთავრობის აკრძალვის მიუხედავად ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. ენღალაბის მოედანი პოლიციით იყო სავსე, სადაც ადრე ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართებოდა. დღესვე ირანის ტელევიაზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ისლამური რევოლუციის ბელადის აიათოლა ჰომეინის საფლავთან აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. ირანის უშიშროების საბჭომ გააფრთხილა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის კანდიდატი მირ ჰუსეინ მუსავი, რომ არასნციონირებული მიტინგების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

XS
SM
MD
LG