ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეირ ფრანსი დაღუპული მგზავრების ოჯახებს  24 ათას დოლარს გადაუხდის


ეარ ფრანსის განცხადებით, კომპანია რიო დე ჟანეირო-პარიზის თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ოჯახებს თითოს 24 ათას დოლარს გადაუხდის. ავიახაზების პრეზიდენტმა პიერ ჰენრი გურჟონმა განაცხადა, რომ კომპანიის ადვოკატები დაღუპული მგზავრების ოჯახებთან კავშირში არიან და ფულს დაზარალებული მხარე მალე მიიღებს. კომპანიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია-ნიშნავს თუ არა კომპენსაციის გადახდა ავიაკომპანიის მიერ დანაშაულის აღიარებას. გურჟონმა ასევე დასძინა რომ 228 დაღუპული მგზავრისთვის მემორიალური საღამო იგეგმება.გამომძიებლები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული რამ გამოიწვია ეარ ფრანსის თვითმფრინავის კატასტროფა.

XS
SM
MD
LG