ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა დემონსტრანტებს პროტესტის დასრულებისკენ მოუწოდა


ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დემონსტრანტებს პროტესტის დასრულებისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ არჩევნებით პრეზიდენტმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სულიერმა ლიდერმა სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ძალადობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირველად გაკეთებულ საჯარო გამოსვლაში ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანელების 63 პროცენტმა არჩევნების შედეგად აირჩია ის კანდიდატი, რომელიც მათ ყველაზე შესატყვისად მიიიჩნიეს პრეზიდენტის პოსტზე. ხამენეიმ ეჭვ ქვეშ დააყენა არჩევნების გაყალბების მოსაზრებები და თქვა, რომ გამარჯვებულის სასარგებლოდ არსებული 11 მილიონიანი სხვაობა ხმებში გამორიცხავს გაყალბებას. ამასთან, ირანის სულიერმა ლიდერმა უცხოური ძალების წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომლებსაც, მისი თქმით ჩარევის გზით არჩევნების შედეგებში შექვთ ეჭვი. აღსანიშნავია, რომ აიათოლა ხამენეის სატელევიზიო მიმართვა მოსდევს ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის მირ ჰუსეინ მოსავის მომხრეების მიერ.


XS
SM
MD
LG