ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის კანონმდებლების დანახარჯების სია გამოაქვეყნა


ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის კანონმდებლების დანახარჯების სია გამოაქვეყნა. სია ინტერნეტის ვებგვერდზე განათავსეს. პარლამენტის ეს ნაბიჯი ბოლო პერიოდში გაფლანგვებთან დაკავშირებულმა ფართომასშტაბიანმა სკანდალმა განაპირობა, რომლის გამოც მთავრობის რამდენიმე მინისტრს მოუწია გადადგომა. მაგრამ საზოგადოება მხოლოდ მილიონ ორას ათასზე მეტი ქვითრის გამოქვეყნებით არ დაკმაყოფილდა. ბრიტანეთის ქალაქებში გამოსული მოპროტესტეები უფრო ვრცელი ინფორმაციის გამოქვეყნებას მოითხოვენ. მანამდე კი გაზეთმა “დეილი ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა სტატია სადაც აღნიშნული იყო ის, რომ პარალენტის ზოგი წევრი საკუთარი თავლების მოვლის, სახლების რემონტისა და ტენისის კორტების შეკეთების საფასურის ანაზღაურებას მოითხოვდა. ინფორმაციის გამოქვეყნებამ ბევრი პარალმენტარის და მინისტრის გადადგომა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG