ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე დაკავებული 6 ჩეჩენი სტუდენტის  რუსეთში დეპორტაციას აპირებს


ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ ეგვიპტე დაკავებული 6 ჩეჩენი სტუდენტის რუსეთში დეპორტაციას აპირებს. მათ შორისაა ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის შვილიც მასუდ აბდულაევი. ამ ორგანიზაციის განცხადებით დეპორტირებული სტუდენტები შესაძლებელია რუსეთში აწამონ. ეგვიპტის მხარე დეპორტირებას სამშაბათს გეგმავს. აბდულაევი ქაიროს ალ აზარის ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი და მისი 35 მეგობარი მაისში ეგვიპტის სამართალდა-ცავებმა დააკავეს. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტუდენტები მას შემდეგ დააკავა რაც ეჭვი მიიტანეს მათ კავშირზე ალყაიდას შეაირაღებულ დაჯგუფებასთან და თებერვალში ქაიროში გახორციელებულ ტერაქტთან. საერთაშორისო ამნისტის რეგულარულად იღებს ცნობებს რუსეთიდან რომ ციხეებში მიმდინარეობს პატიმრების წამება. ჩეჩნეთში კი ხშირია მათი გასამართლების გარეშე დასჯა და ზოგჯერ გაქრობაც. ისინი მოუწოდებენ ეგვიპტეს არ მოახდინონ დაკავებულთა დეპორტაცია და მიუჩინონ მათ ადვოკატები.

XS
SM
MD
LG