ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიცია განაგრძობს საპროტესტო აქციებს


ირანის ოპოზიცია განაგრძობს საპროტესტო აქციებს თეირანის ქუჩებში.ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. დამარცხებული კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც იგი მოუწოდებს თავის მომხრეებს შეიმოსონ შავებში და ქუჩებში გამოვიდნენ , რათა პატივი მიაგონ შეტაკებებისას დაღუპულთა ხსოვნას. ოფიციალური ირანის განცხადებით ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით 7 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები დემონსტრანტებსა და მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო ფორმირებებს შორის მოხდა. ოფიციალური შედეგებით მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დიდი სხვაობით მოუგო არჩევნები თავის ოპონენტებს. მაგრამ ოპოზიცია თვლის რომ არჩევნები გაყალბებული იყო და 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასიურ გამოსვლებს ჩაეყარა საფუძველი. საარჩევნო კომისიაში 646 საჩევარია შესული და მიმდინარეობს მათი განხილვა. უზანაესი სამეურვეო საბჭო, რომელშიც შედიან სასულიერო პირები და ისლამური კანონების ექსპერტები, მუსავისთან და კიდევ ორ საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრას შაბათს გეგმავენ , რათა კანდიდატებმა თავიანთი უკმაყოფილების მიზეზებზე ისაუბრონ.

XS
SM
MD
LG