ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ირლანდიაში  მცხოვრები რუმინელები თავშესაფარს ეძებენ


ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები რუმინელები თავშესაფარს ეძებენ რასისტული თავადასხმების შემდეგ . ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებმა 1000-ზე მეტმა რუმინელმა იმიგრანტმა ბელფასტში მდებარე ეკლესიას თავი შეაფარა იმის შემდეგ რაც მათზე მოხდა რამდენიმე რასისტული თავდასხმა. ქალაქ ბელფასტის პოლიციამ დახმარება გაუწია 20 ოჯახს სახლებიდან ეკლესიაში გადასვლაში, სადაც მათ მოუწიათ სამშაბათს ღამე დარჩენა. რუმინელებს თავს დაესხნენ სამშაბათს ბელფასტში გამართული ანტი-რასისტული დემონსტრაციის შემდეგ. ირლანდიელი ახალგაზრდები ნაცისტური მისალმებებითა და ბოთლების სროლით შეხვდნენ დემონსტრაციის წევრებს. ხელისუფლების ცნობით იმ რუმინელებს შორის ვინც თავს აფარებს ეკლესიას ბელფასტში არის ხუთი დღის ჩვილი ბავშვის ოჯახი. იმიგრანტები მოგვიანებით გადაიყვანეს ახლომდებარე საზოგადოებრივ თავშესაფარში ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს , რომ ძალადობა კვლავ განმეორდება. ჩრდილოეთ ირლანდიაში დაძაბულობა მოჰყვა მარტში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, როცა ირლანდიელ და პოლონელ გულშემატკივრებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ბელფასტის მერმა ნაომი ლონგმა და სხვა პოლიტიკოსებმა დაგმეს თავდასხმები.

XS
SM
MD
LG