ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და რუსეთი ურთიერთობების გამყარებას გეგმავენ


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამყარება ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. დღეს მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ბატონმა ჰუმ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამჟამინდელი ეკონომიკური ძნელბედობის პერიოდში. გუშინ ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე სამიტს ესწრებოდა. ჩინეთის, ბრაზილიის, რუსეთის და ინდოეთის წარმომადგენლებმა გლობალურ საფინანსო სისტემაში თავისთვის უფრო დიდი როლი მოითხოვეს და უფრო სტაბილური საერთაშორისო სავალუტო სისტემის სემოღების წინადადებით გამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG