ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის რეფორმისტული მოძრაობა საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებს


ირანის რეფორმისტული მოძრაობა აპირებს საპროტესტო აქციების ჩატარებას. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის მომხრეები საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარებას ოთხშაბათს გეგმავენ, გასულ კვირას გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. რეფორმისტულმა მოძრაობამ მიმართა ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დემონსტრაციის მოწყობის ნებართვისთვის, მაგრამ დღემდე ირანის ხელისუფლება კრძალავს ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას. ოთხშაბათს ბატონმა მუსავიმ გაავრცელა განაცხადება რომელშიც იგი მოუწოდებს მხარდამჭერებს ხუთშაბათს გამართონ მშვიდობიანი დემონსტრაციები ან შეიკრიბონ მეჩეთებში არჩევნების შემდეგ მომხდარი ძალადობის შედეგად დაღუპულთა მოსახსენიებლად. ირანის საინფორმაციო სააგენტომ პრესს ტივიმ ოთხშაბათს გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ქვეყნის დაზვერვის სამინისტრომ ირანის პარლამენტს მიაწოდა მოხსენება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ძალადობაზე რომელშიც რვა ადამიანი დაიღუპა. ზემოთთქმული მოხსენების დეტალები საჯაროდ გამოქვეყნებული არაა. ოთხშაბათს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ შემდგომი ნაბიჯი გადადგა მედიის თავისუფლების ჩასახშობად. კერძოდ ირანის ვებ გვერდებმა გაფრთხილება მიიღეს იმ მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რომლებსაც შეუძლია “დაძაბულობის“ შექმნა საზოგადოებაში. საზღვარგარეთის საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს ეკრძალებათ პოლიტიკურ ღონისძიებებსა და დემონსტრაციებზე დასწრება. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომლებშიც გაიმარჯვა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ქვეყანაში 1979 წლის შემდეგ არნახული მღელვარება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG