ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო აკრიტიკებს რუსეთს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაეროს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადების გამო. ვაშაძემ განაცხადა, რომ კრემლმა ვეტოს უფლების გამოყენებას მიმართა, რათა ამით მოიშოროს თვითმხილველებოი იმისა, რასაც საქართველო უწოდებს რუსეთის მიერ სანქციონირებულ ეთნიკურ წმენდას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. გაეროში რუსეთმა მოითხოვა რეზოლუციის ტექსტიდან სიტყვა საქართველოს ამოღება ამ რეგიონებისადმი მიმართებაში, რადგან ამით აღიარებენ იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის ნაწილებია.

XS
SM
MD
LG