ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ვეტოს დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივებას



საქართველომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაეროს მისიის ყოფნის გახანგრძლივებისთვის ვეტოს დადება მკვეთრად გააკრიტიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთს მისიის შეწყვეტა იმისთვის ესაჭიროება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე ეთნიკური წმენდა დაფაროს. გუშინ რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოს ტერიტორიაზე გაეროს მისიის ყოფნის გახანგრძლივებას. თხუთმეტი წლის განმავლობაში არსებული მისია მოქმედებას დღეს შეწყვეტს. გაეროს უშიშროების საბჭოს ათმა წევრმა მხარი დაუჭირა მისიის გახანგრძლივებას. რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ხოლო საბჭოს ოთხმა დროებითმა წევრმა ქვეყანამ, ჩინეთმა, ვიეტნამმა, ლიბიამ და უგანდამ თავი შეიკავეს. კენჭისყრის სემდეგ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა სინანული გამოხატა იმის ტაიობაზე, რომ რუსეთმა ვერ შესზლო რეზოლუციის მხარდაჭერა:

“ჩვენ ვწუხვართ იმას, რომ ხმა ვერ მივეცით ამ რეზოლუციას. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ ვნანობთ, არამედ ქმედითუნარიანი ალტერნატივის გეგმაც წარვადგინეთ. მე ეს გეგმა საბჭოს წავუკითხე. სამწუხაროდ ჩვენი კოლეგების პოლიტიზირებულმა მიდგომამ ყველაფერი ცაშალა”. განაცხადა ჩურკინმა.

გერმანიის ელჩმა ტომას მატუშეკმა, რომელიც საქართველოს მეგობრების ჯგუფს ლიდერობს განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება შეუძლებელი იყო:

“შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ ერთი წამოჭრილი საკითხი სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. ეს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა. ეს ისეთი რამაა, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე ვერ წავალთ. ჩვენც ვნანობთ იმას, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ კომპრომისზე არასდროს წავალთ”. განაცხადა ბატონმა მატუშეკმა.

XS
SM
MD
LG