ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. აჰმადინეჟადი მოსკოვში იმყოფება


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი რუსეთშია თავისი პირველი ვიზიტით სადავო არჩევნების შემდეგ.

ბატონი აჰმადინეჟადი ურალის ქალაქ ეკატერინბურგში სამშაბათს შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პლენარული შეხვედრის ბოლო სესიაზე დასასწრებად ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი, და ოთხი შუა აზიის ქვეყანა. როგორც მოელიან, აჰმადინეჟადი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრის პარალელურად.

ბატონმა მედვედევმა სამშაბათს განაცხადა რომ მსოფლიოს დოლარის გარდა სჭირდება ახალი სარეზერვო ვალუტა, რათა დასძლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ჰუ ჯინტაომ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა გასცეს 10 მილიარდი დოლარის სესხი შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ხუთ წევრზე.

ირანი, ინდოეთი, პაკისტანი და მონღოლეთი ესწრებიან შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას დამკვირვებელთა სტატუსით. აღსანიშნავია, რომ

ორგანიზაციის წლევანდელ შეხვედრაზე მიწვეულია აავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაიც.
XS
SM
MD
LG