ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ხმების გადათვლას ექნება ადგილი



ირანის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან რომ ირანის საზედამხედველო საბჭო მზადაა დაიწყოს სადავო საარჩევნო ყუთების გადათვლა პარასკევს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

განცხადება ხმების ნაწილობრივი გადათვლის თაობაზე მოსდევს თეირანში საპროტესტო დემონსტრაციებითა და ძალადობის ზოგიერთი ფაქტით აღსავსე სამ დღეს. საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილენი გმობენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის, მათი აზრით, მოტყუებით მოპოვებულ გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დაავალა გავლენიან საზედამხედველო საბჭოს არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიება.

თუმცა დამარცხებული რეფორმისტი საპრეზიდენტო კანდიდატი მირ ჰუსეინ მუსავიმ გამოაქვეყნა მოწოდება რომელშიც იგი მიმართავს საბჭოს წევრებს რათა მათ ბათილად ცნონ არჩევნების შედეგები.

ბატონი აჰმადინეჟადი ამტკიცებს რომ არჩევნები თავისუფალ და მიუკერძოებელ ატმოსფეროში ჩატარდა.

დემონსტრანტები აჰმადინეჟადისა და მუსავის მომხრეთა ბანაკებიდან სამშაბათს აპირებენ დემონსტრაციების მოწყობას ერთსა და იგივე მოედანზე თეირანში.

ბატონ მუსავის მრჩევლის თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი მოუწოდებს მის მომხრეებს არ დაესწრონ ზემოთხსენებულ დემონსტრაციას ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.

აღსანიშნავია რომ აჰმადინეჟადის მომხრეთა დემონსტრაციის დაწყება იგეგმება ოპოზიციის მიტინგის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

დემონსტრაციების დაწყებამდე ირანის მთავრობამ დააწესა შეზღუდვები საზღვარგარეთის საინფორმაციო სააგენტოებზე.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, რომ ორშაბათს შვიდი ადამიანი დაიღუპა ფართემასშტაბიანი ოპოზიციის დემონსტრაციის მახლობლად თეირანში როცა დემონსტრანტების ნაწილმა თითქოს სცადა იერიშის მიტანა სამხედრო ობიექტზე.

XS
SM
MD
LG