ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მისიის დასრულებას ამერიკელი ექსპერტი ეხმაურება



გაეროს სადამკვირვებლო მისიის დასრულებაზე საქართვლეოში, კომენტარს აკეთებს ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტი ბატონი რიჩრად ვეისი:

“რუსეთის ასეთი ნაბიჯი და მისი ვეტო მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ყველანაირად შეეცადა ყველა შესაძლო მეთოდებით ხელი შეეშალა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებისთვის.

რუსეთი ახლაც იგივეს აკეთებს და მთელი ძალით ცდილობს, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილი დოკუმენტის დამტკიცებას- რომელიც მას არ აწყობს, შეეწინააღმდეგოს. მოსკოვი ახლა მოქმედებს იმ არგუმენტით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ნებისმიერ რეზოლუციას თუ დოკუმენტს ვეტოს დაადებს, რომელიც მათ არ აღიარებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ დოკუმენტს ის საერთაშორისო ორგანო იღებს, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს.

ორშაბათს გაეროში განვითარებული მოვლენები რუსეთის ამ ხანგრძლივი მცდელობის ნაწილად და გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ.

შესაძლებლად მიმაჩნია ევროკავშირის მისიის გაფართოება.

დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის არსებობას, ამიტომაც გვჭირდება იქ საერთაშორისო მონიტორები.

მეორეს მხრივ, ვიტყვი იმასაც, რომ უკვე ყველამ ისედაც იცის თუ რა ხდება იქ, საერთაშორისო მედიაში დიდი ხმაურია ატეხილი კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციის ირგლივ, არის საკმაო სადაზვერვო ინფორმაცია და წყაროები.

თუმცა რა თქმა უნდა დიდი უპირატესობა აქვს, როცა კონფლიქტურ ზონაში უცხოელები არიან დისლოცირებული, ეს ბევრ რამეს, მათ შორის ძალადობის ესკალაციას მეტ ნაკლებად არეგულირებს. “


ამერიკელი ექსპერტი რიჩარდ ვეისი აგრძელებს:” საქართველოს დღეს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძია. რუსეთს ეუთოსა და გაეროში ვეტოს უფლება აქვს და ნებისმიერი რეზოლუციის დაბლოკვა შეუძლია.

საქართველოს ინტერესების გატანა იქ, სხვა მეგობარი ქვეყნების მეშვეობით უნდა მოხდეს.

იმავე დროს, ისიც ცნობილია, რომ არცერთი ქვეყანა, საქართველოს სახელით რუსებს არ დაუპირისპირდება სამხედრო მეთოდებით.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციაში.

ზოგიერთ მათგანს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს თუმცა ვერცერთი მათგანი რუსეთს ვერ აიძულებს ვეტო არ დაადოს რომელიმე რეზოლუციას.

მაშინ როცა ოფიციალური მოსკოვი ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს ახალ ხელისუფლებას დაელაპარაკება სხვადასხვა საკითხის ირგლივ, იმავდროულად შესაძლოა ახალი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც მხარეებს დააკმაყოფილებს, ასევე ურიგო არ იყოს რუსეთის ხელისუფლების ცვლილებაც.”

საუბრობდა ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტი რიჩარდ ვეისი.

XS
SM
MD
LG