ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია შეწყდა


გაეროს უშიშროების საბჭოს ათმა წევრმა სახელმწიფომ, აშშ-ს ჩათვლით ხმა მისცეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ორი კვირით აგრძელებას. კენჭის ყრაში მონაწილეობისგან თავი შეკავეს ჩინეთმა, ლიბიამ, უგანდამ და ვიეტნამმა. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს პროექტს ვეტო დაადო. რუსეთმა მოითხოვა რეზოლუციის პროექტის ტექსტიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში სიტყვა საქართველოს ამოღება, რადგანაც ამით აღიარებდნენ იმას, რომ ეს რეგიონები კვლავაც საქართველოს ეკუთვნის. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გასცა განკარგულება გაეროს მისიის შეწყვეტის შესახებ. ამერიკელმა დიპლომატმა როუზ მერი დიკარლომ კენჭის ყრის შემდეგ სინანული გამოხატა რუსეთის ვეტოს გამო.როგორც მან თქვა ამ გადაწყვეტილების შედეგად ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდება უსაფრთხოების პრაქტიკულად არ ქონის გამო. დასავლური სახელმწიფოები კვლავაც ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგინი საქართველოს ნაწილებია და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა დაცული უნდა იყოს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას მსოფლიოში მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა სცნობენ.

XS
SM
MD
LG