ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათო ტურაშვილი: სამოქალაქო საზოგადოების როლი



დღეს საქართველოში ქვეყნის პოლიტიკური ვითარება ისევ აქტუალურ საკითხად რჩება და ამავე დროს დაიწყო აქტიური საუბარი საზოგადოების როლზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში. ჩვენი რეპორტაჟის სტუმარი დავით ტურაშვილი, სწორედ საზოგადოების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და მომავალში მის ფუნქციაზე საუბრობს. როგორი უნდა იყოს საზოგადოება, რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და რა არის საზოგადოების ფუნქცია? სად არის გამოსავალი? ხელისუფლებას,რომელსაც არ სურს რამეს შეცვლა, მის შეცვლას ყოველთვის მოითხოვს ხალხი, -ამბობს მწერალი დათო ტურაშვილი. იგი საზოგადოების აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,ამბობს რომ ხელისუფლების პირველი პირის შეცდომა ეს მისი შეცდომაცაა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრის. სახელმწიფოს შენება და შემდეგ მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მუდმივი პროცესია და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება, მუდმივად უნდა იყოს ჩართული. უკანასკნელი წლების მაგალითი, შესაძლებელია ამის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება იყოს.

XS
SM
MD
LG