ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: მანასის ბაზა 18 აგვისტომდე დაიხურება



ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ყირგიზეთში საჰაერო ბაზის დასაკეტად ყველაფერი მზადაა. ამერიკული სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ქრისტიფერ ბრუსმა დღეს განაცხადა, რომ მანასის საჰაერო ბაზა, განრიგის თანახმად, 18 აგვისტომდე დაიხურება.

ბრუსის ცნობით, ბაზის პერსონალი უკვე სხვაგან აგზავნის მოწყობილობასა და დანადგარებს.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ყირგიზეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამერიკას 6 თვეს აძლევდა ბაზის დასაცლელად, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირგიზეთს 2 -ი მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვა.


ამ ფონზე, მოსკოვი უარყოფს რაიმე როლს ყირგიზეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში საჰაერო ბაზის დახურვასთან დაკავშირებით.

ამერიკა, მანასის ბაზას, როგორც ცნობილია, ავანეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა.

XS
SM
MD
LG