ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა


გაეროს 15 წევრიანმა უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღება დაამტკიცა რომელიც იარაღზე ემბარგოს დაწესებას, ფინანსური შეზღუდვებისა და ქვეყანაში საეჭვო სახომალდო ტვირთის შეტანის ინსპექციასა და საჭიროების შემტხვევაში აკრძალვას ითვალისწინებს. ახალი სანქციების დაწესებას წინ უძღოდა ფხენიანის მიერ ჩატარებული ბალისტიკური სისტემის და მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდა. ამერიკელმა დელეგატმა როზმერი დიკარლომ ღნიშნა რომ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უპრეცენდენტოა და ჩრილოეთ კორეისთვის აშკარა უნდა გახდეს რომ მსგავის ქმედებები უპასუხოდ აღარ დარჩება. ჩრდილეოთ კორეამ აირჩია პროვოკაციის გზა . როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ყველა ქმედებას მოყვება შედეგი. 1874-ე რეზოლუცია არის ფხენიანის მიერ ჩატარებული გამოცდების პასუხი. თეთრ სახლში გაეროს ელჩი სუზან რაისი აცხადებს რომ ჩრდილოეთ კორეა ამ სანქციებს პროვოკაციებით უპასუხებს, მაგრამ მან იქვე დასძინა რომ მიუხედავად ამისა ვაშინგტონის საბოლოო გადაწყვეტილება უცვლელია. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დღესდღეობით მსგავსი სანქციები არცერთ ქვეყანააზე არ არის დაწესებული. სანქციები ჩვენს მიერ არის შემოღებული და დანარჩენები შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს მის გატარებაში.ცდ ჩრდილოეთ კორეამ 25 მაისს მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამცოდა განახროციელა. ფხენიანის ეს ქმედება დაგმო საერთაშორისო საზოგაოებრიობამ. მიუხედავად იმისა რომ ჩრდილოეთ კორეის მოკავშირე და უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყანამ ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ჩინეთის დესპანმა იანგ იეისუმ განაცხადა რომ საბჭომ უნდა გადახედოს რეზოლუციის იმ მუხლს რომელიც ჩრდილოეთ კორეაში შემავალი სახომალდო ტვირთის შემოწმებას ითვალისწინებს. სახომალდო ტვირთის ინსპექცია სიფრთხილეს მოითხოვს. ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ წინდახედულად და უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონ-წესები. უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას მიიღოს მონაწილეობა ექვსმხრივ მოლაპარაკებაში , რომელიც კორეის ნახევარკუნძულის უბირთვო ზონად გადაქევას ითვალისწინებს. გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენელი იუკიო ტაკასუ აცხადებს: იაპონია იმედოვნებს რომ ჩრდილოეთ კორეა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, გამოცხადდება უბირთვო ზონად რის საფუძველზეც საერთაშორისო საზოგადოებრიობის დახმარებით დაიმსახურებს უსაფრთხოებასა და თანადგომას. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს რომ ფხენიანის ქმდებები ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გატარებული პოლიტიკის საპასუხო რეაქცია იყო, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ რომ აშშ-ის ინტერესებში არ შედის ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ძალისმიერი სახით გადაგდება.


XS
SM
MD
LG