ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა სარაკეტო თავდასხმის შედეგად თალიბთა სამი მეთაური დაიღუპა


პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადებით ამერიკელთა სარაკეტო თავდასხმის შედეგად თალიბთა სამი მეთაური დაიღუპა. ხელისუფლების მტკიცებით შეერთებული შტატების უპილოტო საფრენმა აპარატმა ვაზირისტანის რეგიონში რაკეტა ესროლა მოჯახედების ავტომობილს. ამასობაში ფეშავარის სამხრეთით მდებარე ქალაქ დერა ისმაილ ხანში ხალხმრავალ ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. პაკისტანელი სამხედროების განცხადების თანახმად ვაზირისტანის რეგიონში შაბათს განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოწინააღმდეგის 30-მდე მებრძოლი მოკლეს.
XS
SM
MD
LG