ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადმა ამომრჩეველთა ხმების 63% მოაგროვა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უარყოფს არჩევნების გაყალბების ბრალდებას და აცხადებს რომ გამარჯვება თავისუფალ არჩევნებში მოიპოვა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით მან იმხელა უპირატესობით გაიმარჯვა რომ გაყალბებაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. მაჰმუდ აჰმადინეჟადი თეირანის ვალი ასრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს მიესალმა. საბოლოო მონაცემებით აჰმადინეჟადმა ამომრჩეველთა ხმების 63% მოაგროვა, მის მეტოქეს კი ელექტორატის მხოლოდ 34%-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის ლიდერი მირ ჰუსეინ მუსავი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი მომხრეები თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ რასაც პოლიცასთან შეტაკებები მოჰყვა, დაპატიმრებულია ოპოზიციის ასამდე აქტივისტი.
XS
SM
MD
LG