ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სუნიტი კანონმდებელი მოკლეს


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით ბაღდადში დღეს სუნიტი მაღალი რანგის კანონმდებელი მოჰკლეს სამლოცველოსთან.

ჰარით ალ ობეიდი ალ შავაფის სამლოცველოსთან პრასაკევის

ლოცვების შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს მისი პარტიის წევრბმაც დაადასტურეს.

ალ ობეიდი ერაყის პარლამენტში სუნიტთა ბლოკის თავმჯდომარე იყო. გი აგრეთვე

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრიც იყო.

გუშინ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკმა განაცხადა, რომ მომავალი რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ძალადობების გახშირება აშშ-ის ჯარის ქალაქის სახვადსხვა ნაწილიდან გაყვანასთან დაკავშირებით.

ერაყსი სამხედრო მეთაურებთან საუბრისას მან დასძინა რომ მეამბოხეები ამ გზით შეეცდებიან დაამტკიცონ რომ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად იბრძოლოს მათ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG