ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მოკავშირეთა ძალების ახალი მთავარსარდალი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის მიზეზებს გადახედავს


ავღანეთში მოკავშირეთა ძალების ახალი მთავარსარდალი აცხადებს რომ გადახედავს ადრინდელ სტრატეგიას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაში გაუმართლებელი მსხვერპლის მიზეზი გახდა.

ამერიკელი გენერალის სტანლი მაკკრისტალის განცხადებით აუცილებელია ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, როგორც მოწინააღმდეგის მოქმედების ისე მოკავშირეთა ძალების სამხედრო ოპერაციების დროს.

ამ განცხადებიდან ერთი დღით ადრე ნატოს სამხედროებმა აღიარეს რომ კუნარის პროვინციის ჩაპა დარას რაიონში მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის დროს ორი მშვიდობიანი მცხოვრები გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამასობაში ახლო აღმოსავლეთსა და სახრეთ აზიაში შეეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა რომ გასული კვირა ავღანეთში ყველაზე უფრო გააფთრებული ბრძოლებით გამოირჩეოდა, მას შემდეგ რაც 2001 წელს ამ ქვეყანაში ამერიკის არმია შეიჭრა.

XS
SM
MD
LG