ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს



დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ქვეყნის დღევანდელ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეფორმატორი მირ ჰუსეინ მუსავი უპირისპირდება.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კამრან დანეშჯოუს განცხადებით ელექტორატის აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ირანში 46 მილიონი ამომრჩეველია.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უკვე მიიღო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა და ირანელებს საარჩევნო აქტიურობისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ ირანის ნათელი მომავლის შესახებ ილაპარაკა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ირანის რეფორმატორი სასულიერო მოღვაწე მეჰდი კაროუბი და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელი კონსერვატორი მოჰსენ რეზაიც იღებენ მონაწილეობას

.

XS
SM
MD
LG