ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ყირგიზეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს


პრეზიდენტი ობამა ყირგიზეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. ყირგიზეთი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ამის შესახებ ოფიციალური წერილი მისწერა ბიშკეკს. ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის აპარატის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბატონმა ობამამ მადლობა გამოუხატა ბიშკეკს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ამერიკისთვის დახმარების აღმოჩენისთვის. ამ ინფორმაციის თანახმად, წერილში აგრეთვე აღნიშნულია ისიც, რომ მალე ყირგიზეთს შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია ესტუმრება. ჯერ-ჯერობით შეერთებულ შტატებს ზემოთქმულის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ ყირგიზეთმა ამერიკელებს მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან დაწყებული მანასის სამხედო ბაზით სარგებლობა აუკრძალა. ბიშკეკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

XS
SM
MD
LG