პაკისტანის უშიშროების ძალებმა შეტევა მიიტანეს ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე თალიბთა გამაგრებულ პუნქტებზე. შედეგად განადგურებულია ათობით თალიბი მებრძოლი.არმია აცხადებს, რომ ბანუს რაიონში მიმდინარე ბრძოლისას სამხედრო ვერტმფრენები გამოიყენეს. ბრძოლა ექვსასამდე თალიბის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. არმიის თქმით, მოკლულია ოცდატოთხმეტი მათგანი. გუშინ თალიბებმა თავდასხმები განახორციელეს ბანუს რაიონის მოსაზღვრე სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარე პაკისტანის არმიის პოსტებზე. პაკისტანის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ბრძოლებში ოცი თალიბი და სამი ჯარისკაცი დაიღუპა. პაკისტანის არმიამა სეტევითი ოპერაციები სვატის ველზე გასული აპრილიდან დაიწყო.