ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღევანდელი მონაცემებით ღორის გრიპისგან დაიღუპა 141 ადამიანი


ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას მართავს ჟენევაში ეიჩ1 ენ1 ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელების გამო.

ჰონ კონგში ხელისუფლებამ ორი კვირით დახურა ყველა საბავშვო ბაღი და დაწყებითი სკოლა მას შემდეგ რაც 12 მოწაფეს აღნიშნული გრიპის ვირუსი აღმოაჩნდა.

ჰონ კონგის ხელისუფლებამ ვერ დაადგინა გრიპის ვირუსის წარმოშობის წყარო. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ეს გრიპის ვირუსი უცხოეთიდან არ არის შემოტანილი.

ამავე დროს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის იაპონურ სკოლაში 26 მოზარდი დაავადდა ღორის გრიპის სახელით ცნობილი ვირუსით.

მთელს მსოფლიოში ამ გრიპით 28000 ადამიანი იყო ინფიცირებული. მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად აღნიშნულმა გრიპმა 141 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოს 74 ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG