ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს წევრი რვა სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა ნატოს წევრ მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან გამართული შეხვედრის დროს ავღანეთში თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო მხრადჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნატოს წევრი რვა სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში შექმნილი სიტუაცია თავიანთ ამერიკელ კოლეგასთან ერთად ბრიუსელში განიხილეს. ჰოლანდიელი გენერალ-მაიორის მარტ დე კრუიფის განცხადებით ამერიკის დამატებითი ჯარები ავღანეთში აგვისტოსთვის უნდა ჩავიდნენ, როდესაც აქ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ნატოს გენერალის განცხადების თანახმად ჯარების რაოდენობის გაზრდა საომარი მოქმედებების გააქტიურებას გამოიწვევს, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო გაძლიერდება ბრძოლა თალიბანის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ბრძანებით ავღანეთში დამატებით 21 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა თალიბების პარტიზანულ მოძრაობასთან საბრძოლველად. ჰოლანდიელი გენერალი დე კრუიფი ავღანეთის სამხრეთში ნატოს ჯარების მთავარსარდალია.


XS
SM
MD
LG