ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთი უზბეკეთის ხელისუფლებას საზღვარზე სანგრების გათხრაში ადანაშაულებს


ყირგიზეთი უზბეკეთის ხელისუფლებას საზღვარზე სანგრების გათხრაში ადანაშაულებს, რაც არღვევს ამ ქვეყნებს შორის არსებულ შეთანხმებას, რომელიც კრძალავს აღნიშნულ რაიონში საფორტიფიკაციო სამუშაოების წარმოებას. უზბეკეთის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა რაც უზბეკეთის სასაზღვრო საგუშაგოზე გასულ თვეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ამავე დროს უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ ხანაბადში კამიკაძემ თავი აიფეთქა.
XS
SM
MD
LG