ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ბუშერის ბირთვული ობიექტის მშენებლობის დაფინანსება რთულდება


რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც ირანში ატომურ ელექტროსადგურს აშენებს ფინანსური პრობლემების გამო შეაჩერა სამუშაოები. ატომსტროიექსპორტის ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად ბუშერის ბირთვული ობიექტის მშენებლობის დაფინანსება რთულდება რუსული ბანკების პოზიციის გამო, რომლებიც უარს აცხადებენ ირანთან თანამშრომლობაზე. რუსების ეს აღიარება ირანის ხელისუფლების მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ბუშერის ატომური ელექტროსადგური ამ წლის ბოლოსთვის უნდა ამუშავებულიყო. ირანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადების თანახმად მარტში ბუშერის ატომური ელექტროსადგური 500 მეგავატის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

XS
SM
MD
LG