ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ინგუშეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მოკლეს


ოფიციალური განცხადების თანახმად, დღეს ინგუშეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მოკლეს. ამ ინფორმაციით, მოსამართლე აზა გაზგირეევას დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა აუტეხეს სროლა. გაზგირეევა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდასხმის დროს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი დაიჭრა. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებს ეძებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ სნაიპერმა დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოასალმა სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG