ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოში მყოფ  17 უიღურს კუნძული პალაუ შეიფარებს


წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ პალაუს ხელისუფლება დათანხმდა შეიფაროს ჩინეთის მოქალაქე 17 მუსულმანი, რომლებიც გუანტანამოში ამერიკის სამხედრო სატუსაღოში იხდიდნენ სასჯელს. პალაუს პრეზიდენტის ჯონსონ ტორიბიონგის განცხადებით მისი ქვეყნისთვის დიდი პატივია დააკმაყოფილოს ვაშინგტონის თხოვნა და თავშესაფარი მისცეს 17 უიღურს, რომლებიც ჯერ კიდევ 2003 წელს უნდა გაენთავისუფლებინათ საპატიმროდან. ჩინეთი უიღურებს ტერორიზმში ადანაშაულებს და მათ გადაცემას მოითხოვს, მაგრამ ამერიკელები შიშობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში უიღურებს ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან წამება არ ასცდებათ. პალაუს სახელმწიფო მინისტრის სანდრა პიერანტოზის განცხადებით ჩინეთის ხელისუფლების უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილების გამო მისი ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პალაუს საერთოდ არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები პეკინთან.
XS
SM
MD
LG